Home ადამიანები რუსი გოგონა თბილისში გაცნობილ ბიჭს ეძებს – “ისე უეცრად დავშორდით, მისი სახელი...

რუსი გოგონა თბილისში გაცნობილ ბიჭს ეძებს – “ისე უეცრად დავშორდით, მისი სახელი ვერც გავიგე…” ეს ჩემი ფეის ბუქია და თუ ამ პოსტს ნახავს გამომეხმაუროს

2357
loading...

AMBEBI GE-ს მოს­კო­ვე­ლი გო­გო­ნა, ოლია ნე­ვი­ძიმ­კი­ნა და­უ­კავ­შირ­და და რამ­დე­ნი­მე დღის წინ თბი­ლი­სის ცენ­ტრში გაც­ნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის მო­ძებ­ნა­ში დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა. რო­გორც ამ­ბობს, მას­თან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი გა­ა­ტა­რა, თუმ­ცა უც­ნა­ურ ვი­თა­რე­ბა­ში და­შორ­დნენ, ისე რომ მი­ზეზ­თა გამო, ახალ­გაც­ნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლის­თვის სა­ხე­ლი და გვა­რი არ უკი­თხავს.

რო­გორც გვიყ­ვე­ბა, ქარ­თვე­ლი ბი­ჭის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რავ ჯგუფ­ში და გვერ­დზე და­წე­რა, თუმ­ცა ამ დრომ­დე მის კვალს ვერ მი­აგ­ნო.

აი, რას ყვე­ბა ოლია AMBEBI.GE-სთან:

“5 აპ­რილს, და­ახ­ლო­ე­ბით 12:00 სა­ა­თის­თვის, თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტი­დან ევ­რო­პის მო­ედ­ნის­კენ წა­ვე­დი. ბიჭი მო­ვი­და ჩემ­თან და გაც­ნო­ბა მთხო­ვა. მი­თხრა, რამ­დენ­ჯერ­მე გნა­ხე უკვე, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ეს შემ­თხვე­ვით არ მოხ­დე­ბო­და, რა­ღა­ცის ნი­შა­ნი­აო… თა­ვი­დან, მას გაც­ნო­ბა­ზე უარი ვუ­თხა­რი, თუმ­ცა, შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ სა­სი­ა­მოვ­ნო ბიჭი იყო. მეტ­რო “თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­თან” ახ­ლოს მდე­ბა­რე ბაღ­ში გა­ვი­სე­ირ­ნეთ, იქი­დან კი, კუს ტბა­ზე გა­დავ­წყვი­ტეთ ას­ვლა…

– ამა­სო­ბა­ში ერ­თმა­ნე­თის შე­სა­ხებ უფრო მეტი არ გა­ი­გეთ?

– დიახ, იმ 25 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, მან ჩემს შე­სა­ხებ გა­ი­გო, რომ მოს­კო­ვი­დან ვარ და კომ­პა­ნია “ნო­კი­ა­ში” ასის­ტენ­ტად ვმუ­შა­ობ. თვი­თონ მი­თხრა რომ, გუ­და­ურ­ში, ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში მუ­შა­ობს, მე კი არ მიყ­ვარს სნო­უ­ბორ­დი და თხი­ლა­მუ­რე­ბი. ვუ­თხა­რი, რომ სა­ღა­მოს მოს­კოვ­ში მივფრი­ნავ­დი…

– თქვენ რა გა­ი­გეთ მას­ზე?

– პირ­და­პირ რომ გი­თხრათ, ვერც ვერ ვე­რა­ფე­რი, ბევ­რი არა­ფე­რი მი­კი­თხავს. თუმ­ცა, გა­ვი­გე, რომ ის თბი­ლი­სი­დან არის, მუ­შა­ობს გუ­და­უ­რის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში და ამავდრო­უ­ლად კარ­გად სრი­ა­ლებს. უყ­ვარს ფე­ხით სე­ირ­ნო­ბა. მარ­ტო­ო­ბა – დი­დად არა, ძა­ლი­ან უყ­ვარს გარ­თო­ბა მე­გობ­რებ­თან ერ­თად და მათ­თან ძა­ლი­ან დიდ დროს ატა­რებს… ასე­ვე ძა­ლი­ან უყ­ვარს, ფრენკ სი­ნატ­რას სიმ­ღე­რა “Strangers in the night”…

ისე უეც­რად დავ­შორ­დით ერ­თმა­ნეთს, მისი სა­ხე­ლი ვერ გა­ვი­გე… არც გვა­რი ვიცი… სას­ტუმ­რო “მა­რი­ოტ­თან” მივ­დი­ო­დით, რო­დე­საც ძვე­ლი ნაც­ნო­ბი შემ­ხვდა, ცოტა უხერ­ხუ­ლი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნა და მას­თან კა­მა­თი მო­უ­ვი­და. შე­მე­შინ­და და ისე გა­მო­ვი­ქე­ცი, მისი სა­ხე­ლი და გვა­რი აღარ მი­კი­თხავს…

არ ვიცი, ეს მის პოვ­ნა­ში რა­მე­ნა­ი­რად დაგ­ვეხ­მა­რე­ბა თუ არა, რად­გან ტი­პუ­რი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი იყო, მაგ­რამ მა­ინც გე­ტყვით: მუქი თმა და წვე­რი აქვს, 165-167 სმ სი­მაღ­ლის იქ­ნე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 24-27 წლის… ძა­ლი­ან გახ­სნი­ლი, სა­სი­ა­მოვ­ნო, ღი­მი­ლი­ა­ნი და თბი­ლი ადა­მი­ა­ნია.

მინ­და, რომ სწო­რად გა­მი­გოთ, არას­დროს მი­ძებ­ნია ადა­მი­ა­ნი, გან­სა­კუთ­რე­ბით, ასე­თი მცი­რეხ­ნი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის ფონ­ზე, მაგ­რამ ახლა რა­ღაც ში­ნა­გა­ნი ხმა მე­ძა­ხის, რომ უნდა ვი­მოქ­მე­დო. თუ ამას წა­ი­კი­თხავს, გა­მო­მეხ­მა­უ­როს “ფე­ის­ბუქ­ზე” – Olya La.

loading...
გაზიარება