Home ადამიანები ნახეთ ვინ დანიშნა ლალი მოროშკინამ მისი სასტუმროს კრეატიულ დირექტორად

ნახეთ ვინ დანიშნა ლალი მოროშკინამ მისი სასტუმროს კრეატიულ დირექტორად

150
loading...

ლალი მოროშკინამ “სიღნაღი არტ ოტელის” კრეატიულ დირექტორად არც მეტი არც ნაკლები ჟღალი კატა რიჩარდი დანიშნა

– რატომ დანიშნეთ კატა დირექტორად?

– ვფიქრობ, რომ ცხოველს ინსტიქტის დონეზე ხანდახან ჩვენზე მეტი შეუძლია, მინიმუმ გრძნობს ენერგეტიკულად სუფთა ადგილს და მხოლოდ იქ იდებს ბინას.

– ანუ, რიჩიმ ბინა სიღნაღში დაიდო?
– მეტიც, დაეუფლა დირექტორის სავარძელს და კუდის ქიცინით და “გაღიმებული” ხვდება სტუმრებს.

– რას ემსახურება ბლოგი ფეისბუქზე ” მე ვარ რიჩი სიღნაღიდან”?
– ჩვენი სასტუმრო პირველია რეიტინგებში ბუქინგზე, გვსტუმრობენ
ოჯახური წყვილები, გვაქვს საბავშვო კუთხე, ხოლო რიჩის პირველ პირში მოყოლილი სასტუმროს კულუარული ამბები, გაამხიარულებს ჩვენს თაყვანისმცემლებს.

– ახალ წიგნსაც ხომ არ ველოდოთ ლალი მოროშკინასგან, მაგალითად “რიჩის ცხოვრება”
– მიაუ…რატლმაც არა, და რათქმაუნდა კვლავაც ჩემს საყვარელ ” კვირის პალიტრასთან” ვითანამშრომლებ.

– მიაუ, გისურვებთ წარმატებას!
– მადლობა, აუცილებლად გავამიაურთლებთ

loading...
გაზიარება