Home ადამიანები სალმა ჰაიეკის მილიარდერმა ქმარმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 100 მილიონი ევრო გამოყო

სალმა ჰაიეკის მილიარდერმა ქმარმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 100 მილიონი ევრო გამოყო

770
loading...

შემაძრწუნებელმა მოვლენამ შეძრა გუშინ საღამოს მსოფლიო – საზოგადოებამ იხილა კადრები, თუ როგორ იწვოდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი.

ცეცხლის ლოკალიზება მაშველებმა მოახერხეს, ამჯერად მიმდინარეობს ცალკეული კერების ლიკვიდაციაც.

ტაძარი საგრძნობლად დაზიანდა და განადგურდა მისი დიდი ნაწილი. მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა პირები გაერთიანდნენ და უკვე დაიწყო შესაბამისი სახსრების მოძიება ტაძრის აღდგენითი სამუშაოების დასაწყებად.

მსახიობ სალმა ჰაიეკის მილიარდერმა ქმარმა აღნიშნული საქმისთვის უკვე გამოყო 100 მილიონი ევრო.

ფრანგმა ბიზნესმენმა ფრანსუა-ანრი პინომ ამის შესახებ განცხადება მომხდარიდან რამდენიმე საათში გააკეთა.

loading...
გაზიარება