Home ვიდეოები დრონით გადაღებული კადრები გაჩვენებთ რეალურად, რა ზიანი მიყენა ხანძარმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს

დრონით გადაღებული კადრები გაჩვენებთ რეალურად, რა ზიანი მიყენა ხანძარმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს

132
loading...

პარიზის პროკურატურის განცხადებით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარი წინასწარ განზრახული არ იყო.

პარიზის პროკურორის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ხანძარი განზრახ იყო გაჩენილი.

ძლიერი ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა შეძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა. ასევე აღსანიშნავია, რომ ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის, იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩენილია.

ამ ეტაპზე ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა, წინასწარი ვერსიით, ის ტაძარში მიმდინარე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება. პარიზის პროკურატურამ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ინციდენტის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა.

 

 

 

loading...
გაზიარება