Home სხვადასხვა შემზარავი ტრაგედია – ემიგრანტი ქალის ცხედარი იპოვეს, 6 წლის შვილს კი კვლავ...

შემზარავი ტრაგედია – ემიგრანტი ქალის ცხედარი იპოვეს, 6 წლის შვილს კი კვლავ ეძებენ

667
loading...

ფილიპინელი მარი როუზი, რომელიც კვიპროსში ემიგრაციაში იმყოფებოდა, 2018 წლის 5 მაისს, 6 წლის შვილთან ერთად გაუჩინარდა. ამ დროინდან დედა-შვილს ოფიციალურად ეძებდნენ.

15 აპრილს კი ქალის ცხედარი კვიპროსის ერთ-ერთ სოფელში, მიტოვებული საბადოს ტერიტორიაზე იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. პოლიცია მოქალაქემ გამოიძახა, რომელმაც წყლის ზედაპირზე ცხედარი შენიშნა.

პოლიცია ვარაუდობს, რომ ბავშვიც გარდაცვლილია, თუმცა, ამ დრომდე მისი კვალიც კი არსად ჩანს. რაც შეეხება ქალის ცხედარს, ის 130 მეტრის სიღრმეში იყო ჩაგდებული, ბოლო დროს ძლიერმა წვიმამ წყლის დონე ასწია და ცხედარი ზედაპირზე ამოიტანა.

გარდაცვლილი მისმა მეგობარმა ქალმა უკვე ამოიცნო, რომელმაც განაცხადა, რომ როუზს სწორედ ის საყურეები ეკეთა, რომელსაც გაუჩინარების დღეს ატარებდა. მას შემდეგ, რაც ქალმა დაკითხვისას ეჭვმიტანილად გარდაცვლილის პარტნიორი დაასახელა, პოლიციამ 33 წლის მამაკაცი დააპატიმრა.

მის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების მიუხედავად, ბრალდბეული მკვლელობას არ აღიარებს და ამბობს, რომ არაფერი იცის არც 6 წლის გოგონას შესახებ.

loading...
გაზიარება