Home სხვადასხვა სასწრაფოდ ნახეთ, რა მოხდა მეტრო”ახმეტელის” და “სარაჯიშვილის” სადგურებს შორის

სასწრაფოდ ნახეთ, რა მოხდა მეტრო”ახმეტელის” და “სარაჯიშვილის” სადგურებს შორის

752
loading...

თბილისის მეტროპოლიტენში კვლავ შეფერხება მოხდა. როგორც პრაიმტაიმს მგზავრებმა აცნობეს, მატარებელი „ახმეტელის თეატრის“ და „სარაჯიშვილის“ მეტროსადგურებს შორის, გვირაბში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გაჩერდა. მათი ინფოპრმაციით მგზავრების ნაწილი გვირაბში ფეხით გადაადგილდებოდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში პრაიმტაიმს განუცხადეს, რომ შეფერხება ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. ამასთან პრობლემა უკვე აღმოფხვრილია და მგზავრების გადაყვანა სადგურამდე უსაფრთხოდ მოხდა. კომპანიაში ასევე ხაზს უსვამენ, რომ შეფერხება მოხდა ათი წუთით და გვირაბში მგზავრები არ გასულან.

წლის განმავლობაში მატარებლის დაზიანების 100 და მგზავრების ევაკუაციის 26 შემთხვევა დაფიქსირდა.

loading...
გაზიარება