Home სხვადასხვა ქუთაისში ფეხით მოსიარულე დები მანქანამ გაიტანა

ქუთაისში ფეხით მოსიარულე დები მანქანამ გაიტანა

560
loading...

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დები დაშავდნენ. ავარია ირაკლი აბაშიძის გამზირზე, იუსტიციის სახლის წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, გოგონები საავტომობილო გზაზე გადადიოდნენ, რა დროსაც მანქანა დაეჯახა.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

loading...
გაზიარება