Home სხვადასხვა ექიმებს ფეხმძიმობა სიმსივნეში აერიათ და ორსულს ქიმიოთერაპიის ხანგრძლივი კურსი ჩაუტარეს საშინელი შეცდომა...

ექიმებს ფეხმძიმობა სიმსივნეში აერიათ და ორსულს ქიმიოთერაპიის ხანგრძლივი კურსი ჩაუტარეს საშინელი შეცდომა რომელსაც ,,

386
loading...

თურქეთის ქალაქ ფერიზის მკვიდრ ქალს რამდენიმე თვის განმავლობაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ქიმიოთერაპია უტარდებოდა. საბოლოოდ კი აღმოჩნდა,. რომ მას სიმსივნე არ ჰქონია. ის, უბრალოდ, ფეხმძიმედ იყო. ამის შესახებ Daily Mirror-ი წერს.

ორი შვილის 35 წლის დედა სერფილ ბაგეს ერთ-ერთ საკვერცხეზე წარმონაქმნი 2018 წელს ამოაჭრეს. ამის შემდეგ მას რეპროდუქტიული ორგანოების რეგულარულ კვლევაზე რეკომენდაცია მისცეს. სექტემბერში მას სისხლში მომატებული ჰონადოტროპინი აღმოაჩნდა.

ამ ჰორმონის ქალის ორგანიზმში გამოყოფა მის ორსულობაზე მიანიშნებს, თუმცა ის შესაძლოა სიგნალი იყოს სიმსივნის არსებობაზეც.

გამოკვლევის დროს, ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ საქმე სწორედ ონკოლოგიასთან აქვთ. ფეხმძიმობის ტესტი მისთვის არც კი ჩაუტარებიათ.

„აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს. იმის ნაცვლად, სასიხარულო ინფორმაცია მიმეღო, რომ მამა გავხდებოდი, სამი თვე ჯანმრთელ ცოლს ქიმიოთერაპიაზე ვატარებდი“, – აცხადებს სერფილის მეუღლე.

პროცედურების შედეგად ქალს მუცელი მოეშალა.

loading...
გაზიარება