Home ადამიანები სასწრაფოდ: რახდება ამ წუთებში ჭიათურა-საჩხერის გზაზე

სასწრაფოდ: რახდება ამ წუთებში ჭიათურა-საჩხერის გზაზე

249
loading...

დამაკავშირებელ გზაზე, სადაც რამდენიმე საათის წინ მეწყერი ჩამოწვა, გადაადგილება ამ დრომდე აკრძალულია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ სამუშაოებს ადგილზე დაბალი ხილვადობა აფერხებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, გაწმენდით სამუშაოებში დილიდან ჩაერთვება შესაბამისი ტექნიკა.
სწორედ აღნიშნული ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ აღდგება გზაზე მოძრაობა.
ჭიათურა-საჩხერის გზაზე მთებს შორის მეწყერი რამდენიმე საათის წინ ჩამოწვა. როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, მეწყერმა ჩაკეტა ადგილზე არსებული მცირე ზომის მდინარე, რამაც წყლის დაგუბება წარმოშვა.

loading...
გაზიარება