Home სხვადასხვა დღეს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ – ლელა კაკულია ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

დღეს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ – ლელა კაკულია ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

518
loading...

ვერძი
იდეების გაცვლა და მიმოწერა დილით ჯობია. გააუმჯობესეთ ურთიერთობა პარტნიორთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები.

კურო
თუ სტრესულ სიტუაციაში მოგიწიათ ყოფნამ, გამონახეთ დრო და დაფიქრდით, ითხოვეთ დახმარება. ზოგიერთს ნამდვილი გრძნობების დამალვა მოუწევს.

ტყუპი
გადაადგილება დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და უმჯობისია, დაწყებული საქმეების მოგვარებას მოახმაროთ.

კირჩხიბი
მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან; საქმეებისა და ურთიერთობების გარკვევას. იძულებთ ნუ გააკეთებინებთ საყვარელ ადამიანს იმას, რაც არ სურს.

ლომი
იყავით კონტაქტური. მეტად გამოავლინეთ ლიდერული და მენეჯერული თვისებები. აზარტი მოიმატებს და მიზნების მიღწევასაც შეძლებთ.

ქალწული
საქმიანი შეხვედრები და საყიდლები დღის პირველ
ნახევარში დაგეგმეთ. ნუ აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. მოერიდეთ უსაფუძვლო ეჭვიანობას.

სასწორი
ნუ გამოავლენთ ხასიათის ნეგატიურ თვისებებს. მეტი დრო დაუთმეთ ჰარმონიის შექმნას საკუთარ თავსა და ბინაში. სხვა დღეს გადადეთ ვიზიტი სალონში.

მორიელი
მოულოდნელმა შეხვედრამ შეიძლება ეჭვიანობა, შური აღგიძრათ. დაფიქრდით, იქნებ არ ღირს ემოცებს აყოლა?.. დაიცავით ბალანსი ურთიერთობებში.

მშვილდოსანი
ნათესავებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ, მაგრამ სამომავლოდ არაფერს დაპირდეთ. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას.

თხის რქა
მხოლოდ თქვენთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი საქმეები შეასრულეთ. გადახედეთ პარტნიორულ ურთიერთობებს, განრიგს. ზოგიერთი ცვლილებას საჭიროებს.

მერწყული
ისე მოიქეცით, როგორც საჭიროდ ჩავლით. კარგი დღეა სპორტისა და მგზავრობისთვის. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. განსაკუთრებით, ფინანსურ სფეროში.

თევზები
მოთოკეთ ემოციები, მეტად დაისვენეთ. სასიამოვნო საქმეები შეასრულეთ. სიფრთხილე გმართებთ ფინანსებისა და ტექნიკის მიმართ. მოერიდეთ ჭირვეულობისა და ეჭვიანობის სცენებს.

loading...
გაზიარება