Home ადამიანები აპკთაყვანისმცემლობა, ანუ სექსი ქალიშვილობის დაკარგვის გარეშე საქართველოში ,

აპკთაყვანისმცემლობა, ანუ სექსი ქალიშვილობის დაკარგვის გარეშე საქართველოში ,

101
loading...

ყველაფერი ბრუნდება: მე – ჩემი პოსტებით, შემოდგომა, ძველი მეგობრები, ყოფილი შეყვარებულები (ყოველთვის ბრუნდებიან!), მოდა, აპკი (თუ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას ეწვევით)… ამჯერად ამ უკანასკნელზე შევჩერდეთ.

ხშირად ვფიქრობ, როგორ შეიძლება აიძულო კაცები და ზოგიერთ შემთხვევაში, მათი დედები (საქართველოში მამაკაცის დედა სარძლოს აპკის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან ხშირად პირდაპირ კავშირშია), რომ ქალის პატიოსნება სხეულის ამ ნაწილით არ განსაზღვრონ? როგორ შეიძლება, ვაიძულოთ კაცები, რომ ცოლად ის მოიყვანონ, ვინც მართლა უყვართ და არა ის, ვისაც მთელი აპკი აქვს? ვიღაც იტყვის, გონებრივად
განვავითაროთო; ვიღაც იტყვის, დავაჯეროთ, რომ ეს არაფერს ნიშნავსო და კიდევ ბევრი აზრი გამოითქმება, მაგრამ გარდა იმისა, რომ ეს აზრები ზედმეტად სერიოზულია ჩემი პოსტისთვის, ბევრ დროსაც წაიღებს მათი სისრულეში მოყვანა.

მე მარტივ გამოსავალს გთავაზობთ – ყველა ქართველმა ქალმა უნდა დაკარგოს ქალწულობა!
აი, მერე ხომ სხვა გზა არ ექნებათ? ხომ ყველა შემთხვევაში მოუწევთ იმ აზრთან შეგუება, რომ თავად არ იქნებიან ტროას ცხენები? :დ ხომ დარწმუნდებიან, რომ აპკი სულაც არ განსაზაღვრავს ქალის ყოფაქცევის სიმსუბუქეს (მერე შეიძლება ქალწულობის დაკარგვის ინსტიტუტიც კი გაიხსნას – ნუ სიტუაცია გვიჩვენებს)?

ქალწულობის მასობრივი დაკარგვა რაღაც დრამატულად ჟღერს ერთხელ დედაჩემმა, ზუსტად არ მახსოვს, ვისი სიტყვები მითხრა – ყველა სიტუაციიდან არსებობს მინიმუმ 8 გამოსავალი, მერვე კი ისაა, რომ მიხვდე – გამოსავალი არ არსებობსო. შესაბამისად, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი კაცები იძულებულნი იქნებიან, არჩევანი გრძნობებით გააკეთონ და არა გონებით ან სხეულის რომელიმე სხვა ნაწილით. გარდა ამისა, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი კაცების დანახვა ერთი სიამოვნებაა.

ხომ შეიძლება, ვინმეს განათხოვარი შეუყვარდეს, რომელმაც ქმარი იმიტომ მიატოვა, რომ ეს უკანასკნელი გამოუსწორებელი ალკოჰოლიკი იყო? ან ხომ შეიძლება, რომელიმე მამაკაცს ძალიან მოეწონოს ძალადობის მსხვერპლი გოგონა, მაგრამ მისი ცოლად შერთვისგან თავი იმიტომ შეიკავოს, რომ ზეწარი ისევე არ დალაქავდება, როგორც შემთხვევით დალაქავდა ამ გოგონას წარსული?

ხომ შეიძლება, რომელიღაც მამრს ძალიან შეუყვარდეს ძალიან მგრძნობიარე გოგონა, რომელიც ერთხელ, უბრალოდ, ემოციებს აჰყვა და ახლა იმის გამო, რომ წარსულში უყვარდა, პასუხს უნდა აგოს უსიყვარულობით? არ მინდა, ქალები იჩაგრებოდნენ ფიზიოლოგიურად სხეულის ერთი ჩვეულებრივი ნაწილის გამო. არ მინდა, ჩემ გარშემო აპკთაყვანისმცემლობა იყოს გამეფებული. მინდა, რომ ყველა ქალს, მიუხედავად მისი წარსულისა, ჰქონდეს ბედნიერი ოჯახის შექმნის პერსპექტივა. მინდა, რომ ყველა ქალს ჰყავდეს მამაკაცი, რომელიც გვერდით დაუდგება და მის ყოფაქცევას მასთან ერთად ატარებს და რაც მთავარია, ქალის კითხვაზე: ძვირფასო, მძიმე ხომ არ არის ჩემი ყოფაქცევა? – არასდროს გასცეს ასეთი პასუხი: არა, საყვარელო, ის ძალიან მსუბუქია – რაოდენ ჯენტლმენურადაც უნდა ჟღერდეს.

loading...
გაზიარება