Home ადამიანები ყალბი ფეისგვერდები ჰქონდაო იმ თექვსმეტი წლის გოგოს და ბიჭებს ემესიჯებოდა-ქმარს, რომ გაიგდებს...

ყალბი ფეისგვერდები ჰქონდაო იმ თექვსმეტი წლის გოგოს და ბიჭებს ემესიჯებოდა-ქმარს, რომ გაიგდებს სამუშაოდ, ზის თვითონ და კაიფობს.

527
loading...

შვილი მოკლა, ოქროული მოიპარა და მერე ფეისბუქზე გაცნობილ ბიჭთან ერთად სასტუმროში დაიჭირეს”

“აკვანში გააჩინეო? მეკითხებიან, პატარა დედებმა შვილები გავზარდეთ, მაგრამ არავის მოგვიკლავს” -ასე აფასებს ჟურნალისტი დინა მირცხულავა აღაიანში მომხდარ საზარელ შემთხვევას და ამბავთან დაკავშირებით გავრცელებულ დეტალებს:

“რამხელა ბოროტების ჩადენა შეუძლია ამ სივრცეს….( უფრო სწორად რამხელა ბოროტების ჩამდენის გამოაშკარავება შეუძლია…
ყალბი ფეისგვერდები ჰქონდაო იმ თექვსმეტი წლის გოგოს და ბიჭებს ემესიჯებოდაო, ჩვენება მისცა ოჯახის ახლობელმა.
გოგონა არის მკვლელი, არ უნდა ახლა ამას, აფექტის მდგომარეობა, შურისძიება, ნაადრევი გათხოვება და ამბები…
ილიკოს ასაკს რომ იგებენ, აკვანში გააჩინეო? – მეკითხებიან.
მარტო არა ვარ, პატარა დედებმა შვილები გავზარდეთ და მაგის გარდა, არავის მოუკლავს შვილი…
ისევ ეს სივრცე, აბსოლუტურად უკონტროლო..
გათხოვილმა, შვილიანმა ქალმა მომწერა ერთხელ, დინა, იქნებ ყალბი ფეისი გამიკეთოო…
მიზანი – ვიღაცის გაუბედურება.
არ გავუკეთე, არ ვიცი თქო გაკეთება…
ასამდე ექნება დღეს.
ქმარს, რომ გაიგდებს სამუშაოდ, ზის თვითონ და კაიფობს…
ფეისბუქის გამო ოჯახში დაძაბულობა ჰქონდათო, იმავე ახლობელმა თქვა ჩვენებაში.
გულზე ხელი დაიდეთ ქალიან – კაციანად და თქვით, გექნებოდათ თუ არა ?!
ჩემსას გეტყვით – ადრე ერთ ბიჭს ვხვდებოდი, კარგი ადამიანი, კარგი მოსაუბრე, ჩემიანი რა…
ჩვენი ყოველდღიურობაც ფეისბუქი იყო, ისევე როგორც ყველა წყვილის.
შემოვარდებოდა ვიღაც ქალი მის ფოტოზე და მიუწერდა – “მარტო ჩემი”,” გული”, “ერთი ცალი”….
მე გოიმი ვარ, მაგრამ რამდენს მოგეწონებოდათ ?! და გექნებოდათ თუ არა დაძაბულობა ამის გამო თქვენს მეორე ნახევართან….?!
ეროვნება არ გააჩნია ამას… ქალს, რომელსაც ქმარი ჰყავს და სხვებს ეფლირტავება – საფრანგეთშიც, გერმანიაშიც, ამერიკაშიც და ზიმბაბვეშიც ბოზი ჰქვია…
ამიტომ ნუ დაიწყებთ : “აი ქართველი ბნელები”, “აი, ბნელი ქმარი ჰყავდა”, “შვილს მარტოს უტოვებდა და არ ეხმარებოდა”, “მშობიარობის მერე დეპრესიაზე არაფერი სმენია იმ კაცს ?!” – და ეგეთები…
არ სმენია, არა….და მერე ?!
შვილი მოკლა, ოქროული მოიპარა და ფეისბუქზე გაცნობილ ბიჭთან ერთად დაიჭირეს სასტუმროში…”

loading...
გაზიარება