Home ადამიანები “თურქეთში ონკოლოგიური კლინიკები სავსეა ქართველი პაციენტებით! იცით რატომ…” – ეკა ჩხეიძე მოულოდნელი...

“თურქეთში ონკოლოგიური კლინიკები სავსეა ქართველი პაციენტებით! იცით რატომ…” – ეკა ჩხეიძე მოულოდნელი პოსტი

2259
loading...

საქართველოში, ქართულ პროდუქტს საკმაოდ მოკრძალებული ადგილი უჭირავს, როცა სავაჭრო ქსელებში სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილ მრავალფეროვან პროდუქციას შეხვდებით, მათ შორის ხილ-ბოსტნეულსაც.

უცხოური პროდუქცია, კვლავ ძლიერ კონკურენტად რჩება ფასითაც და ხარისხითაც.
მსახიობი ეკა ჩხეიძე თურქეთიდან შემოტანილი პროდუქტების ხარისხის და ვარგისიანობის საკითს ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
თურქები თვითონ არ ჭამენ იმ პროდუქტს, რასაც ჩვენთან ასაღებენ. ჩვენც ვუსაღებთ წარმატებით. შედეგად კი, მათი ონკოლოგიური კლინიკები სავსეა ქართველი პაციენტებით!!!
ეს რა, ბიზნესის ფორმაა ასეთი??! – წერს მსახიობი.

სოციალური ქსელის მომხმარებელები პოსტს კომენტარებით გამოეხმაურნენ:
უნდა აიკრძალოს თურქეთიდან ნებისმიერი პროდუქტის შემოტანა ჩვენს ქვეყანაში, სწორედ მათი პროდუქტის შედეგია, სიმსივნიანებით უმეტესი წილის მომრავლება და დაავადება, მათი კლინიკები, ჩვენი ქართველი ხალხით არის ისევ სავსე და ეს კი იმას ნიშნავს რომ, ჯერ აავადებენ ჩვენს ერს და შემდეგ მკურნალობისთვის ათობით ათასს ახდევინებენ.

სახელმწიფოსია დიდი ნაწილი… უბრალოდ იმხელა მოსაკრებელს ითხოვს ეს ყაჩაღი სისტემა, ვერ იხდის ადამიანი, დაახლოებით 35000 ლარია – წერენ სოციალურ ქსელში.

საქართველოში საკვები პროდუქტების ვარგისიანობის საკითხი, ჯერ კიდევ პრობლემაა. აქ დღემდე ბევრი ისეთი პროდუქტი იყიდება, რომელიც ევროპის განვითარებულ ქვეყნებში აკრძალულია. მრავალი ქვეყანა გენმოდიფიცირებულ კვებაზეა გადასული. მსოფლიო, სასურსათო კრიზისის საფრთხის წინაშე დგას. ქართული ნედლეული კი, თუ კარგ პირობებშია დამზადებული, ეკოლოგიურად სუფთა და ბევრად უსაფრთხოა, ვიდრე უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქცია.

loading...
გაზიარება