Home სხვადასხვა ნახეთ, რის გამო შეიძლება მიესაჯოს 7-დან 9 წლამდე პატიმრობა, გარდაცვლილი 7 თვის...

ნახეთ, რის გამო შეიძლება მიესაჯოს 7-დან 9 წლამდე პატიმრობა, გარდაცვლილი 7 თვის ბავშვის მამას

877
loading...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სექსუალურ კავშირზე გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში ამბობენ, დადგინდა, რომ დაკავებული გოგო ორსულობისას 16 წელს მიუღწეველი იყო. შესაბამისად, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით აღიძრა,

რაც 16 წლამდე მიუღწეველ პირთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს. დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ 22 მაისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 წლის გოგო დააკავა. მას 23 მაისს გორის რაიონულ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

loading...
გაზიარება