Home ადამიანები რუსთავში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ვინაობა ცნობილია

რუსთავში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ვინაობა ცნობილია

283
loading...

რუსთავში, XX მიკრორაიონში გარდაცვლილი ახალგაზრდა 32 წლის ნათია სუბელიანია.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, ქალი ბინაში მარტო იმყოფებოდა, რა როდესაც გულის შეტევა დაემართა.

ოჯახის ახლობლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მას სავარაუდოდ, თრომბი განუვითარდა.

გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. უეცარი გარდაცვალების ზუსტ მიზეზს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო დაახლოებით 2 კვირაში დაასახელებს.

ბინა ჩაკეტილი იყო, რის გამოც ადგილზე მაშველები გამოიძახეს, ახალგაზრდა გარდაცვლილი სამზარეულოში ნახეს, ის სავარაუდოდ საჭმელის გაკეთებას აპირებდა

ნათია სუბელიანს 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რუსთავში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ვინაობა ცნობილია

 

 

loading...
გაზიარება