Home სხვადასხვა პიკაპში, რომელიც თუშეთის გზაზე გადავარდა, სავარაუდოდ, უცხოელი მოტოციკლისტები ისხდნენ

პიკაპში, რომელიც თუშეთის გზაზე გადავარდა, სავარაუდოდ, უცხოელი მოტოციკლისტები ისხდნენ

153
loading...

ახმეტის მერის მოადგილის, ვანო ნასყიდაშვილის ინფორმაციით, მანქანაში, რომელიც თუშეთის გზაზე გადავარდა, სავარაუდოდ, უცხოელი მოტოციკლისტები ისხდნენ.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნული პირების მოტოციკლები პიკაპის მარკის მანქანაში იყო განთავსებული. მისივე ინფორმაციით, ავარიის, შედეგად სავარაუდოდ, არის მსხვერპლი.

„მოტოციკლის მოყვარულები ყოფილან, სავარაუდოდ. პიკაპის მარკის მანქანაზე დებულა ეს მოტოციკლები. პიკაპის პარკის მანქანა იყო, რომელიც გადავარდა. დანარჩენი დეტალები არ ვიცი, უცხოელები არიან“, – განცხადა ნასყიდაშვილმა.

loading...
გაზიარება