Home ადამიანები ტრაგედია: ტურისტების მანქანა სიმაღლიდან გადავარდა – სავარაუდოდ არიან გარდაცვლილები

ტრაგედია: ტურისტების მანქანა სიმაღლიდან გადავარდა – სავარაუდოდ არიან გარდაცვლილები

567
loading...

ახმეტის მერიის მოადგილის ვანო ნასყიდაშვილის ინფორმაციით, თუშეთში მომხდარი შემთხვევის შედეგად, სავარაუდოდ, არის მსხვერპლი. როგორც მერის მოადგილე ამბობს, მუნიციპალიტეტში შევიდა ინფორმაცია, რომ გადავარდა ტურისტების მანქანა.

“საგანგებოდან შემოვიდა ინფორმაცია მომხდარი შემთხვევის შესახებ. დაზუსტებით არაფერი ვიცით, რადგან ჯერ კიდევ გზაში არიან მუნიციპალიტეტისა და შესაბამისი უწყების წარმომადგენლები. საგანგებოდან შემოსული ინფორმაციის თანახმად, არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები”, – განაცხადა ნასყიდაშვილმა.

loading...
გაზიარება